დიმიტრი მედვედევი - ბრიუსელი რუსეთის ნამდვილი მტერია - ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ნატო

დიმიტრი მედვედევი - ბრიუსელი რუსეთის ნამდვილი მტერია - ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ნატო

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 184

ბრიუსელი დღეს რუსეთის რეალური მტერია, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი მტკიცებით, რუსოფობიური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შურისძიებაზე ოცნებობს. მედვედევის თქმით, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ევროკავშირი თვითკმარ სამხედრო ბლოკად გარდაიქმნება, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენს ნეონაცისტური კიევის რეჟიმი იმ დონეზე შეაიარაღოს, რომ ის უვნებელი გახდეს.

„ბრიუსელი დღეს რუსეთის ნამდვილი მტერია. ასეთი დამახინჯებული ფორმით, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი“, - წერს მედვედევი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე