დიმიტრი მედვედევი - მოლაპარაკებები საჭიროა სწრაფი გამარჯვებისთვის და არა კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად - ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აფეთქდება, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან

03-06-2025 12:35
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 604

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები საჭიროა რუსეთის ფედერაციის სწრაფი გამარჯვებისთვის და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის და არა არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის. ეს არის რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, რუსი სამხედროები აქტიურად მიიწევენ წინ და გააგრძელებენ შეტევას.

„ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და გააგრძელებს წინსვლას. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ - გაქრებიან“, - აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე