საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება

საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება

03-06-2025 14:48
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 389

პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობას განხორციელება უსასყიდლოდ მოუწევთ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად განახორციელებენ, არაანაზღაურებადი იქნება.

ეს არის ინიციატივა, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი კანონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კი, მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნული რეგულაცია ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.

„მრჩეველის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყოს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე