უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია ძალიან სერიოზულია, ჩვენ მას ვსწავლობთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, არ არსებობს ჯადოსნური იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, შეცვალოს ფრონტზე არსებული ვითარება.
„კითხვა, როგორც ადრე, ასეთია: ვის შეუძლია ამ რაკეტების გაშვება, მაშინაც კი, თუ ისინი კიევის რეჟიმის ტერიტორიაზე მოხვდებიან?, მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ მათი გაშვება, თუ ეს ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააკეთონ?, ვინ განსაზღვრავს ამ რაკეტების სამიზნეებს? ამერიკელები არიან, თუ თავად უკრაინელები? და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები. ისინი ძალიან სერიოზულია. ჩვენ მათ ვსწავლობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამერიკული წარმოების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტის მოქმედების მანძილი 1 500-დან 2 500 კილომეტრამდეა.