მოსამართლის განმარტებით, რომეო მიქაუტაძეს ბრალი 9 დანაშაულზე ედება

მოსამართლის განმარტებით, რომეო მიქაუტაძეს ბრალი 9 დანაშაულზე ედება

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 59

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ასევე, დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიერ დაკავებულისთვის მისი უფლებების განმარტებისას გახდა ცნობილი, რომ მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, მოსამართლის კითხვაზე, სცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ის "თავს დამნაშავედ არ ცნობს".

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე