დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირი და ნატო რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, შირად, ყოველგვარი არგუმენტის წარმოდგენის მცდელობის გარეშე

დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირი და ნატო რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, შირად, ყოველგვარი არგუმენტის წარმოდგენის მცდელობის გარეშე

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 124

ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

„ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების

მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს. ხშირად, ყოველგვარი არგუმენტის წარმოდგენის მცდელობის გარეშე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე