საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა.
მათივე ცნობით, სუს-ის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო.
„მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.