ნინო წილოსანი - შეიძლებოდა თუ არა ეუთო/ოდირის ადრე მოწვევა? - არა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა არც ერთ პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული

ნინო წილოსანი - შეიძლებოდა თუ არა ეუთო/ოდირის ადრე მოწვევა? - არა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა არც ერთ პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 142

შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ აგრესიის და თავდასხმების ფონზე, რომელიც ეუთო\ოდორმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარეს, მათი მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას მოერიდებოდნენ“.

„გავიხსენოთ, მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას როგორი ტალღა იყო აგორებული, მათ შორის მოღალატე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რომ არ ჩამოსულიყო. ეუთო\ოდირის მიმართ იყო თავდასხმები, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ ქვეყნის გარედანაც იგზავნებოდა და არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებდა დაუმსახურებელ და დამაკნინებელ განცხადებებს - ამის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თავს შეიკავებდნენ ამ ყველაფრისგან. რაც შეეხება ვადას, რომელიც მათ წერილშია მოცემული, ეს არის ფორმალური პასუხი, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადგილობრივი „ორკების“ და აქ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის შეეშინდათ, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ უხეში ჩარევის, რომელსაც აორგანიზებენ ეს ფაშისტური ჯგუფები. რა თქმა უნდა, ეუთო\ოდირს ამაზე თავის ანგარიშში აუცილებლად ექნებოდა მინიშნება იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათიც უნდა გავიგოთ, რომ თავი აარიდეს მისიაში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები არ არის იმ მასშტაბის და დატვირთვის, რომელშიც ეუთო/ოდირი ერთვება ხოლმე. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ და ამავდროულად ვთქვით, რომ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად მოვიწვევდით მათ. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად, აზრსაც კარგავდა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ ველზე, ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევა. პრემიერმა მყისიერად გააკეთა განცხადება, თუმცა მანაც გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეუთო/ოდირმა თავი შეიკავოს იმ მიზეზების გამო, რაც ამ არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე