დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ

დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ

19 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 240

უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მეორე რაუნდის გამართვა ორშაბათს, 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე