რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენდით. ამჟამად, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში განყოფილება გვაქვს, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ისევე როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში არის განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. მთლიანობაში, ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, „ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა“.
„პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამო ბრძოლა აღარ სურს. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდება“, - აღნიშნა კარასინმა.