შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 17 745 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების ვადები კი მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან 2027 წლის 30 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.
უწყება აღნიშნული თანხით ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონულ მასკანირებელ მიკროსკოპს, სხვადასხვა მოწყობილობას, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯ მასალებს ყიდულობს.
„დნმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის პროცესში და დნმ ექსპერტიზა, ანუ გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, მიჩნეულია ყველაზე ზუსტ და ეფექტურ მეთოდად დანაშაულში მონაწილე პირ(ებ)ის ვინაობის დასადგენად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დნმ ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის/შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების მაღალი ხარისხის და დროული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაზე, ეფექტური მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ოპერირებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 17 745 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების ვადები კი მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან 2027 წლის 30 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.
უწყება აღნიშნული თანხით ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონულ მასკანირებელ მიკროსკოპს, სხვადასხვა მოწყობილობას, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯ მასალებს ყიდულობს.
„დნმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის პროცესში და დნმ ექსპერტიზა, ანუ გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, მიჩნეულია ყველაზე ზუსტ და ეფექტურ მეთოდად დანაშაულში მონაწილე პირ(ებ)ის ვინაობის დასადგენად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დნმ ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის/შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების მაღალი ხარისხის და დროული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაზე, ეფექტური მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ოპერირებაზე
აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ერთიანი დნმ ბაზა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის გამოძიების წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით გადაჭრას, დანაშაულთან ბრძოლას და ასევე იქნება მძლავრი ინსტრუმენტი დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის ჩატარების.
აღნიშნული ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიკაცია, ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება პირველადი მორეაგირე ჯგუფების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ცნობისთვის, 2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს. რეგულაციების ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა მოწყობილობის შესაძენად მიმდინარე წლის განმავლობაში 3 ტენდერი გამოცხადდა. შსს-ს განმარტებით, ტენდერები რამდენჯერმე გასაჩივრდა, საბოლოოდ არც ერთი არ შედგა და პროცედურები გაჭიანურდა.