დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანზე ხელახალ იერიშს, „თუ ამის საჭიროება იქნება“

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანზე ხელახალ იერიშს, „თუ ამის საჭიროება იქნება“

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 112

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანზე ხელახალ იერიშს, თუ ამის საჭიროება იქნება.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა ირანის დაბომბვას, თუ მომავალში დაზვერვის მოხსენებები შემაშფოთებელ დასკვნას შეიცავდა.

„რა თქმა უნდა, უეჭველად“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ არ ჰგონია, რომ ირანი შეძლებს ბირთვულ სფეროში დაბრუნებას ახლო მომავალში. ტრამპის თქმითვე, არ ღელავს ირანში საიდუმლო ბირთვული ობიექტების არსებობის გამო.

„შემიძლია, გითხრათ – ისინი გადაღლილები არიან. ისრაელიც გადაღლილია. მე ორივესთან ვმუშაობდი და ორივეს სურდა ამის მოგვარება, ორივეს და ჩვენ შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ისინი გამოფიტულები არიან. ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ ახლა ბირთვულზე. იცით, რაზე ფიქრობენ? – ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ, ცდილობენ, იცხოვრონ“, – განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე