დონალდ ტრამპი დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება - ნახეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დონალდ ტრამპი დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება - ნახეთ, რა ღონისძიებებია დაგეგმილი

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ამერიკის არმიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აღლუმში, სავარაუდოდ, 6 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 150 საბრძოლო სადესანტო მანქანა და 50 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას.

უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება ღონისძიების ჩასატარებლად. ცნობისათვის, 14 მაისს ამერიკის არმია 250, დონალდ ტრამპი კი - 79 წლის გახდება.

პოსტი ნახა: 180


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე