დონალდ ტრამპი - ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება

დონალდ ტრამპი - ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება

04-02-2025 16:30
კატეგორიები: მსოფლიო

ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ილონი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება. სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სადაც ვთვლით, რომ კონფლიქტი ან პრობლემა არსებობს, ჩვენ ამასთან მიახლოების უფლებას არ მივცემთ”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ილონ მასკი მენეჯმენტისა და ხარჯების თვალსაზრისით ნიჭიერია.

“ილონს წვდომა მხოლოდ იმ ადამიანების გაშვებაზე აქვს, რომლებიც, მისი აზრით, კარგები არიან და თუ ჩვენც ვეთანხმებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვეთანხმებით”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

გუშინ, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. გადაწყვეტილება „დემოკრატმა“ კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

“არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ”, - განაცხადა მარკო რუბიომ.

პოსტი ნახა: 193


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!