დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ

დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ

03-06-2025 12:14
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 423

ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ირანი „გამდიდრებისგან“ დიდი ხნის წინ უნდა შეეჩერებინა“.

„პოტენციური შეთანხმების ფარგლებში ჩვენ ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანს ბირთვული შეთანხმების წინადადება გადასცა, რომელიც ირანის მიერ ურანის შეზღუდული რაოდენობით გამდიდრებას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე