შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

03-06-2025 12:11
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 452

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა.

მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე