დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, რომ შეთანხმების დადების დროა

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, რომ შეთანხმების დადების დროა

18-10-2025 13:44
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 518

პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, რომ შეთანხმების დადების დროა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ Truth Social-ზე დაწერა.

„უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, როგორც ეს პრეზიდენტ პუტინს ვურჩიე, რომ დროა მკვლელობები დასრულდეს და შეთანხმება დაიდოს! საკმარისი სისხლი დაიღვარა, ხოლო საზღვრები ომითა და სისხლითაა განსაზღვრული. ისინი იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც ახლა არიან. დაე, გამარჯვება ორივემ გამოაცხადოს, დაე, ეს ისტორიამ გადაწყვიტოს!“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“.

„აღარანაირი სროლა, აღარანაირი სიკვდილი, აღარანაირი უზარმაზარი თანხების დახარჯვა. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება. ეს უნდა მორჩეს. თქვენს სახლებში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნდით“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე