ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება

18-10-2025 13:45
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 540

დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული მხარე თითქმის მზად არის. უსაფრთხოების გარანტიები უკვე არსებობს ქაღალდზე, იმის შესახებ თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროპას. ჩვენ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, რადგან რუსეთთან საუბარი მხოლოდ აშშ-ს შეუძლია და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „აშშ-ს ესკალაცია არ სურს და ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე შორ მანძილზე მოქმედი სისტემების შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ“.

„ვფიქრობ, რუსებს Tomahawk-ების ეშინიათ. ეს ძლიერი იარაღია და მათ იციან ჩვენ რა ტიპის სისტემები გვაქვს წარმოებაში. ჩვენ ძლიერი სისტემების კომბინაცია გვჭირდება, სწორედ ამიტომ ეშინიათ რუსებს, რადგან იციან რისი გაკეთება შეგვიძლია მათი გამოყენებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, აშშ-ის მიერ Tomahawk-ების გადაცემასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი თუ პესიმისტურად, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „რეალისტურად“.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე