დონალდ ტრამპი სი ძინპინს - გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი სი ძინპინს - გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 386

დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში.

„იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის!“ - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს მიმართა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მოკითხვა გადასცეს.

„გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - დაწერა ტრამპმა.

მან პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინელ ხალხს „ დიდი და ხანგრძლივი სადღესასწაულო დღე“ უსურვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე