სი ძინპინი - ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები

სი ძინპინი - ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 363

შეუჩერებელ ჩინეთს ვერასდროს შეაშინებენ მოძალადეები და ყოველთვის წინ წავა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში განაცხადა, სადაც სამხედრო აღლუმი გაიმართა.

მისი მტკიცებით, ჩინელმა ხალხმა უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლი გაიღო ადამიანური ცივილიზაციის გადასარჩენად.

„ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა ერთად აღზევდება და ერთად ეცემა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მან ჩინელ ხალხს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია და პატივი მიაგონ იაპონიის წინააღმდეგ ომში მებრძოლ ვეტერანებს.

„ამხანაგებო და მეგობრებო. ჩვენ შევიკრიბეთ ჩინეთის გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიის წინააღმდეგ ჩინეთის ომში“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები. აღლუმში ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა. BBC-ის ცნობით, ჩინეთმა აღლუმზე ახალი იარაღიც წარადგინა, მათ შორის ლაზერული იარაღი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები. გამოცემა იუწყება, რომ აღლუმის დასასრულს ცაში 80 000-მდე მტრედი და ბუშტები გაუშვეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე