დონალდ ტრამპი - სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ

დონალდ ტრამპი - სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 125

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ.

ყველა მხარეს სამართლიანად მოექცევიან! ეს დიდებული დღეა არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ერისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

მადლობას ვუხდით კატარის, ეგვიპტის და თურქეთის შუამავლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის განსახორციელებლად“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე