ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში - უფრო და უფრო შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებით - „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების ინტერესი არ აქვს - სწორედ „ოცნება“ უთხრის ძირს დემოკრატიას და არა აშშ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში - უფრო და უფრო შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებით - „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების ინტერესი არ აქვს - სწორედ „ოცნება“ უთხრის ძირს დემოკრატიას და არა აშშ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 182

სწორედ „ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშისა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის დემოკრატების ლიდერის, ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში.

„უფრო და უფრო შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებით და იმ შემაშფოთებელი ქმედებებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განახორციელა. პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური პარტიები აკრძალოს და მათი ლიდერები დააკავოს აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების არანაირი ინტერესი არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორების განცხადებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.

„ნათლად განვაცხადოთ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, საკუთარი მომავალი თავად განსაზღვრონ, სწორედ „ქართული ოცნება“ უთხრის ძირს და არა აშშ. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შემაშფოთებელი განვითარებული მოვლენების განსახილველად საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, ვიდრე ორმხრივ ურთიერთობებში ცვლილებების განხორციელებას გადაწყვეტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე