დონალდ ტრამპი - ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ

დონალდ ტრამპი - ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ტარიფები შესაძლოა მუდმივი იყოს და შეიძლება მოლაპარაკებებიც იყოს. ბევრი ქვეყანა მოდის ჩვენთან მოლაპარაკებებისთვის და სამართლიანი შეთანხმებები იქნება. ტარიფების გარდა არის რაღაცები, რაც გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტს ძალიან სწრაფად აღმოფხვრის“.

„მე აშშ-ს პოზიციის მესმის. მე თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ვარ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პოსტი ნახა: 124


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე