დონალდ ტრამპი - არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ

დონალდ ტრამპი - არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ

08-04-2025 01:36
კატეგორიები: მსოფლიო

არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ტარიფები, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ რუსეთთან „ბიზნესს ფაქტობრივად არ აწარმოებს“.

„იმიტომ, რომ ისინი ომში არიან. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ახლა გიჟებივით ბომბავენ. არ ვიცი რა ხდება იქ, კარგი სიტუაცია არ არის. ჩვენ ვხვდებით რუსეთსა და უკრაინას და გარკვეულწილად ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, დიდად არ მახარებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოსტი ნახა: 360


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე