ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ცნობით, რუსთაველის გამზირზე მამაკაცს უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც მას განუვითარდა სისხლდენა.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.
აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადეს შსს-ში.