დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს

08-05-2025 10:48
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 359

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს.

„ოვალურ კაბინეტში დიდ და უაღრესად პატივსაცემ ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პირველი მრავალთაგან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ეს სახელმწიფო შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი იყოს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე