ევროკომისიის პრესსამსახური - კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით

ევროკომისიის პრესსამსახური - კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

„აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით“, - განუცხადა ევროკომისიის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“.

პოსტი ნახა: 126


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე