დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე დაელაპარაკება

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე დაელაპარაკება

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 134

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ძალიან მალე“ დაელაპარაკება.

„ძალიან მალე. მომდევნო რამდენიმე დღეში. შეხედეთ, ჩვენ ამას დავასრულებთ. რუსეთ-უკრაინის სიტუაცია. ჩვენ ამას დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი კვირას ღამით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო შეტევასაც გამოეხმაურა.

„არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც იქ ხდება. მჯერა, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი მათით. მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ ომთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე მიანიშნა, რომ კვირის დასაწყისში თეთრ სახლს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ეწვევა.

„ორშაბათს ან სამშაბათს, ინდივიდუალურად, ჩვენს ქვეყანას გარკვეული ევროპელი ლიდერები ეწვევიან და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადასასვლელად მზადაა. კერძოდ, კითხვაზე : „მზად ხართ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადასასვლელად?“ აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „დიახ, მზად ვარ“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე