ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხოება, მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელს - თორნიკე რიჟვაძე
05-07-2023 07:53
კატეგორიები:
საინტერესო ამბები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა და უწყების თანამშრომლებს, ქვეყანაში, მათ შორის აჭარის რეგიონში უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
შესაბამისი განცხადება თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საწყისია ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში უსაფრთხოება, გარემო სადაც თითოეული ჩვენი სტუმარი, მათი ოჯახი იგრძნობს თავს დაცულად.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას, ყველა პოლიციელს, ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელს, განსაკუთრებით აჭარის ხელმძღვანელ პირებს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რითაც ჩვენ ვახერხებთ, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ როგორც ჩვენი რეგიონი, ასევე გვყავდეს კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პოსტი ნახა: 887