„ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერები ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

„ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერები ლოზუნგით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 160

„საქართველო დადექი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - ამ ლოზუნგით შეუერთდნენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.

მათ მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყეს, პროტესტის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები და პლაკატები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე" 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე