რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციაზე სახელწოდებით „დადექი საქართველოსთვის“ მოქალაქეებმა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს.
აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ა.შ".
მათი განცხადებით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ.