ეკატერინე გალდავა კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკატერინე გალდავა კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

10-12-2024 18:13
კატეგორიები: საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იონგრეოლ ლის შეხვდა.

“ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და არსებული პროექტები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, სებ-ის დელეგაციის წევრები კორეის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება და სხვა.

გარდა ამისა, მიმოიხილეს მიმდინარე პროექტები და ინოვაციები საგადახდო და ფინტექ მიმართულებებით. შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!