შსს - სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების გადაადგილებას

შსს - სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების გადაადგილებას

10-12-2024 17:56
კატეგორიები: სამართალი

სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს თანამშრომელი, .. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების გადაადგილებას, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გ.ღ.-ს სარჩელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ. სასამართლო დავა ეხება 2021 წლის იანვრისა და მარტის თვეში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას. სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა „შკოდას“ გ.ღ. არ მართავდა და კომენდანტის საათის დროს სექს-მუშაკების ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა. უფრო მეტიც, სიუჟეტში მითითებულ დროს გ.ღ. კონკრეტულ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გ.ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება გააჩნიათ, სადაო სიუჟეტი არასასიამოვნოა მოსარჩელისთვის, თუმცა ზიანის მომტანი არ არის, რის გამოც გ.ღ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 145


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!