ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა შემთხვევა
პოსტი ნახა: 281

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე