ელენე ხოშტარიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ელენე ხოშტარიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 86

ბრალი დაუსაბუთებელია. ადგილზე სისხლის სამართლის ნიშნები არ იყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „შესაძლებელია პატიმრობაც ვიხილოთ, რადგან მართლმსაჯულება საქალაქო სასამართლოში რაიმე ტიპის პროგნოზს ან კანონიერების ტესტის გავლას არ ემსახურება“.

„სხვა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც შსს-ს მხრიდან გავრცელდა, ამ ეტაპზე არ გვაქვს. მოლოდინი მაქვს, რომ იქნება 187-ე მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშაულისთვის ბრალი წაყენებული. ბრალი დაუსაბუთებელია. ადგილზე სისხლის სამართლის ნიშნები არ იყო. ერთადერთი, რისი სიმპტომიც ეს არის და რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ჩვენ დიქტატურაში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი რაღაცები ხდება. მარკერით წარწერის გაკეთების გამო შესაძლებელია ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს დანაშაული არ არის. შესაძლებელია პატიმრობაც ვიხილოთ, რადგან მართლმსაჯულება საქალაქო სასამართლოში რაიმე ტიპის პროგნოზს ან კანონიერების ტესტის გავლას არ ემსახურება, ამიტომ ის, რომ დაირღვეს არსებული პრაქტიკა, არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე