ემანუელ მაკრონი - ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ემანუელ მაკრონი - ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

17 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 361

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.

„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“.

„აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე