მამუკა ხაზარაძე რევაზ კიკნაძეს - მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს - ალბათ, მეც დამიჭერს, შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ და ვისაუბროთ, შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან

მამუკა ხაზარაძე რევაზ კიკნაძეს - მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს - ალბათ, მეც დამიჭერს, შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ და ვისაუბროთ, შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან

17 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 187

ჩემი მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს - დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან,- ასე მიმართავს „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქციების ფარგლებში დაკავებულ რევაზ კიკნაძეს, რომელმაც ხაზარაძესთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილი გაავრცელა.

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ პროვოკაციით და დაპირისპირებით იგებს.

„პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას.

ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით… ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან?

მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ. ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.

გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საკუთარი საკნიდან გადაიყვანეს და მიზეზად მამუკა ხაზარაძის კრიტიკა დაუსახელეს.

მისი თქმით, მას მამუკა ხაზარაძის კრიტიკად სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება ჩათვალეს, რომელიც „პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რიგი პოლიტიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას შეეხებოდა”.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე