ემანუელ მაკრონი სილის გაწვნაზე - მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით

ემანუელ მაკრონი სილის გაწვნაზე - მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით

26-05-2025 17:14
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 526

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის დაპირისპირების შესახებ.

მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული და რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. როგორც მედია წერს, მაკრონი ჯერ გაოგნებულია, შემდეგ კი თვითმფრინავის ტრაპიდან ხელს იქნევს და ადამიანებს ესალმება.

ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეის სასახლეში ვიდეოს ავთენტურობას უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე