ეროვნული ვალუტა დოლართანაც გამყარდა და ევროსთანაც - კვირის დინამიკა

ეროვნული ვალუტა დოლართანაც გამყარდა და ევროსთანაც - კვირის დინამიკა

31-05-2025 13:36
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 397

მიმდინარე კვირას ეროვნული ვალუტა გამყარდა როგორც აშშ დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით.

27 მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.7376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1042 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1061 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

28 მაისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7349 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0984 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

29 მაისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7342 ლარი გახდა - ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0861 ლარი გახდაა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა

30 მაისს აშშ დოლარის ღირებულება 2.7334 ლარი გახდა და ეროვნულ ვალუტასთან ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0969 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0023 ლარით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0073 ლარით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე