რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

31-05-2025 13:26
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 279

ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის შემდეგ, მე-2 ქართველია, ვინც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის სატიტულო შეხვედრაში მილანის „ინტერს“, მიუნხენის „ალიანც არენაზე“, 31 მაისის თბილისის დროით 23:00 საათიდან დაუპირისპირდება.

საინტერესოა, როგორ ნაწილდება საპრიზო ფონდი ფინალურ მატჩში მონაწილე გუნდებზე: უეფა-ს, წესდების მიხედვით, ფინალის გამარჯვებული 25 მლნ ევროს მიიღებს, დამარცხებული - 18.5 მლნ ევროს.

შესაბამისად, სრულად 2024-25 წლების სეზონში, ფინალისტები 100 მლნ ევროზე მეტს გამოიმუშავებენ. ეს მონაცემი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი თამაში მოიგე, ფრედ დაასრულე და ა.შ. მაგალითად, გასული სეზონის გამარჯვებულმა მადრიდის „რეალმა“, ტურნირზე ნაჩვენები შედეგებისთვის, 139 მლნ ევრომდე მიიღო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წლევანდელი სეზონის ჩემპიონთა ლიგის სრული საპრიზო ფონდი 2.437 მლრდ ევრო გახლდათ, გასულ სეზონში კი ეს რიცხვი 2.03 მლრდ ევრო იყო.

ცნობითვის, „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგა (ევროპის თასის ჩათვლით) 3-ჯერ აქვს მოგებული - 1964; 1965 და 2010, პსჟ-ს კი არასდროს მოუგია - მისთვის სადებიუტო, 2020 წლის ფინალში „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე