ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს ცაჰკნა საქართველოს სანქციების გამკაცრებითა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ემუქრება. მიზეზი მითითებების შეუსრულებლობაა.
„ნათელია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში ახლანდელი კურსით და ხალხს რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია, საქართველოში ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“, - აღნიშნავს ცაჰკნა.