ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

12-02-2025 15:51
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 903

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„საიუბილეო გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, რაფიელ ერისთავის სახელმწიფო მუზეუმსა და შთამომავლების საოჯახო კოლექციებში დაცული ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული ნამუშევრები და მემორიალური ნივთები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე