ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოზე - პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოზე - პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

30-05-2025 22:36
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 214

პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული.

პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს,” - წერს ელ ანუნი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე