უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორ სენატორებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
კერძოდ, კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორები, სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) ჩავიდნენ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს 100-დან უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს.
“ერთნაირი გაგება გვაქვს: რუსეთი ცდილობს დიპლომატია დაცინვის ობიექტად აქციოს - მოლაპარაკებებს საფარად იყენებს, მაგრამ ფრონტზე ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება, ყოველდღიურად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ბომბავს, და ცეცხლის შეწყვეტისკენ ყველა მოწოდებას უარყოფს. სწორედ ამიტომ დამატებითი ზეწოლაა საჭირო. მადლობელი ვარ ინიციატივისთვის - ორპარტიულ სასანქციო კანონპროექტს უკვე 82 სენატორი უჭერს მხარს. განვიხილეთ ეს და სხვა ბერკეტები, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი მშვიდობისკენ ვაიძულოთ. გავაგრძელებთ ამაზე ერთად მუშაობას,” - წერს ზელენსკი.