ევროპარლამენტმა რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სასუქებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 100%-მდე ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირში იმპორტირებულ გარკვეული ტიპის სასუქებზე ტარიფები 6.5%-დან დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება, რაც ფაქტობრივად იმპორტის შეჩერებას გამოიწვევს.
ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დამატებით 50%-ის ოდენობის საბაჟო გადასახადი დაწესდება.
გაზრდილი ტარიფები, სავარაუდოდ, ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.
ევროკომისიის განცხადებით, ტარიფები შიდა წარმოებას ხელს შეუწყობს.