პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 140

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს. 23 მაისს, საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტები განიხილავენ.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე