ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ორივე კენჭისყრაზე ჩავარდა

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ორივე კენჭისყრაზე ჩავარდა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 148

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ორივე კენჭისყრაზე ჩავარდა.

ვერც ულტრამემარჯვენეებისა და ვერც ულტრამემარცხენეების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინადადებამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 179 ხმა დააგროვა, ევროკომისიის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა 378 ევროპარლამენტარმა.

რაც შეეხება ულტრამემარცხენეების ინიციატივაზე კენჭისყრას, უნდობლობის გამოცხადებას 133-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ურსულა ფონ დერ ლაიენის მომხრე ევროპარლამენტის 383 წევრი იყო, თავი შეიკავა 13-მა კანონმდებელმა.

შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივამ ევროპარლამენტში ვერც ივლისში მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ხმები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე