ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა

10-12-2024 15:32
კატეგორიები: ეკონომიკა

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო, 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.

„ჩვენ ბიუჯეტი შედარებით კონსერვატიულ პროგნოზზე გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 82%-ს აჭარბებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.

პოსტი ნახა: 136


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!