მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო - არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“?

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო - არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“?

10-12-2024 15:30
კატეგორიები: პოლიტიკა

არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“? -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, „საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება“.

„ახალი წესია არჩევის, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს დელეგატები აირჩევენ. შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს, შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. მათი მხარდაჭერით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციას და შემდეგ უფლებამოსილი იქნება, შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ “გააფიჩინებს?“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით,სალომე ზურაბიშვილი არათუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან გავიდა, არამედ მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან.

„რაღაც პრეზიდენტის საქმე არის, რაღაც არ არის. სალომე ზურაბიშვილმა თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. თავის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ეს ადამიანი ცდილობდა, რომ თავისი კომპეტენციის ჩარჩოებში ყოფილიყო. შემდეგ საერთოდ გავიდა არათუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან, მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან. შესაბამისად, ერთადერთი მთავარი გამოწვევა, რაც მიშა ყაველაშვილს ექნება, არის კომპეტენციის შესაბამისი უფლებამოსილების სწორედ ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება. ეს იქნება მისი მთავარი გამოწვევა. ვინაიდან მიშა ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი და უკვე პოლიტიკის ძალიან კარგი მცოდნე, ძალიან კარგი მცოდნე იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში ეს მისმა საქციელმა, ყველაფერმა გამოცადა და მგონია, რომ შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული იქნება. ეს მხოლოდ მე რომ მგონია, ამიტომ კი არ არის, ყველა ასე თვლის ჩვენს გუნდში და მას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარია, მარტო მეგობრობით ჩვენ არ გადავწყვეტთ ამ საკითხს. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ მას და არა როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც ერთ-ერთი სანდო ადამიანი შეიძლება იყოს, თუკი ვინმე გვინახავს. ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი ქვეყნის ინტერესების გატარებაში და ამიტომ ექნება გუნდის მხარდაჭერა“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 151


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!