ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი დააკავა

15 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 406

ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი - თ.კ. დააკავეს. 

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის პირველ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი - თ.კ. დააკავა. ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ - ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას", - აცხადებენ საგამოძიებოში. 

საგამოძიებოში აცხადებენ, რომ ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების - ჯამში 826 ათას 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

"საზოგადოებას შევახსენებთ, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - 2025 წლის 18 ივლისს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტების - ჯამში 826 ათას 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11 პირი. მათ შორის, ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფლის განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.გ.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით, არაერთხელ მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა - 826 ათას 815 ათასი ლარის ოდენობით. დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე